გორდონმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ს განუცხადა, რომ საქართველოში გაემგზავრა ორი მიზნით - სააკაშვილთან შესახვედრად და „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად.
მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის განცხადებას, რომლის თანახმადაც იგი თბილისში არ შემოუშვეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
„ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ,“ - წერს დიმიტრი გორდონი.