როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ.
„ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს.“ - აცხადებს თინ ახიდაშელი.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება, - განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
მანჯგალაძის შეფასებით, რუსული არჩევანის მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაც, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში მოხსენიებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა.