"საიას" იურისტის თქმით, მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის ნიშნებს შეიცავს
ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, საჭიროდ არ თვლის უპასუხოს საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელმაც მასთან დაკავშირებით „ფეისბუქ პოსტი“ დაწერა.