LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე – დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველო დახურულ კარს მიღმა აღმოჩნდა და „ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება“.

ხუნდაძე: მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, „ოცნების“ წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ, მადლობა მათ

"ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა", - ამბობს ხუნდაძე.

„ვხედავთ სტიგმატიზების ტალღას“ – პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის მიმართ დისკრედიტაცია ხორციელდება

ვხედავთ მცდელობას, უბრალოდ მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, პრორუსულობა, "ეფესბე", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

აშშ-ს ელჩმა გუშინდელი განცხადებით პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი: დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ემსახურებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას ქვეყანაში.

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებენ

„ენმ“ და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ" - აღნიშნულია მიმართვაში.