„ჩვენს გვერდით არსებობდა დიდი ქართველი ხელოვანი, ღირსეული კაცი, ჭეშმარიტი რაინდი, რომელიც დღეს 92 წლის გახდებოდა!“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი თენგიზ არჩვაძეზე
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ თენგიზ არჩვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
