პოლიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში „ქართული ოცნების” შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა 14 სექტემბერი, 2024 აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა და აღიარა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა, რადგან „ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგია“.