„საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა?" - აღნიშნავს გეგელია.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.
"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ"