მოლდოვის სამთავრობო „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო უწყებები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ ინფორმირებული იქნება.
როგორც მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთი მნიშვნელოვან უარყოფით როლს თამაშობს.