LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა თებერვალში გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. გუშინ ტრამპი თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კიმ იონ ჩხოლსს შეხვდა.

დონალდ ტრამპი “დემოკრატების” ლიდერებისთვის კონგრესში 100 000 აგურის გაგზავნას აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს შესთავაზა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებს - ნენსი პელოზისა და ჩაკ შუმერს, რომლებიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, აგურები გაუგზავნონ.