წულუკიანი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა.
„ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა?“ - წერს თეა ტაბატაძე.
„ჩვენ მაშინდელ პოლიტიკოსებს ვეკითხებით, რატომ აქციეს რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა, რატომ აქციეს ჯარი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად.“
„ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში“ - თქვა წულუკიანმა.