პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე“ განიხილება, სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული იქნა დავალება, რომ „2011 წლის 26 მაისის აქციიდან დაზიანების გარეშე არცერთ მოქალაქეს არ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია“.