„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება, აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს და ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა წარუდგინეს.