„კაბელების საქმე დასრულდა სტრასბურგში. წააგო სახელმწიფომ ეს საქმე! ასეც უნდა მომხდარიყო და მართალია 10 წელი დაჭირდა ამ საქმეს, მაგრამ ურმით მოარული სამართალი მივიდა თავისი დანიშნულების ადგილზე!“
ლევან სამუშია სთხოვს გენერალურ პროკურატურას, პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვას კითხვები, თუ საიდან, ვინ მისცა მას ე.წ. კაბელების საქმის მასალები გასაცნობად. მისივე თქმით, გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საქმე.