გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.