ლანჩხუთში, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის და მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
