„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ - ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.