„იმედის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ ედუარდ არზუმანოვთან, მომღერალთან, რომელის სამზარეულოში მუშაობს და დიდ სცენაზე ოცნებობს. მისი შესრულებული „კახეთო“ ნამდვილ ინტერნეტსენსაციად იქცა.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე სრულად მოიცვა - კადრებში სიმღერის მოყვარული ედო არზუმანოვი უდიდესი ემოციით, შესანიშნავად ასრულებს ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“.
ვინ არის მამაკაცი, რომლის უზადოდ შესრულებულმა “კახეთო“-მ სრულიად ინტერნეტ სივრცე გააოცა? - როგორც ირკვევა, მომღერალი მამაკაცი ედო არზუმანოვია, რომელიც წარსულში ერთ-ერთ კომპანიაში სტიუარდად მუშაობდა.