ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს პარლამენტში შს მინისტრისა და სუ-ის ხელმძღვანელის დაბარების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ ერიდება ის ბიძინა ივანიშვილზე საუბარს, ბესელიამ აღნიშნა, რომ ის იმ ურთიერთობებს უფრთხილდება, რომელიც მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ბოლო 7 წელიწადს უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.