ეკა ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედში” ტრანსპორტირება დღეს მოხდება.
"ისევ აქვს სიცხე და წონაში ყოველდღიურად იკლებს. თუ გვინდა, რომ ადამიანი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია ქვეყნიდან გაყვანა და შესაბამისი მკურნალობა" - აცხადებს ხერხეულიძე.
„მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას“, - აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე.