"სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მათ დასკვნას 19 იანვრისთვის ველოდებით და კომპეტენტური შეფასება გვეცოდინება", - აცხადებს ხერხეულიძე.
"სააკაშვილი მთლიანად არის იმ საკითხებით მოცული, რომელიც გარეთ, საზოგადოებას აწუხებს. ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ახლა მისი გონება ამ კუთხით არის მიმართული" - განაცხადა ხერხეულიძემ.