საეკლესიო დღესასწაულების წინ ეკატერინე ტიკარაძე ილია მეორესთან შეხვედრას გეგმავს
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ წინა წლის მსგავსად ეკლესია წელსაც ეკლესიისა და ხალხის გვერდით დადგება.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ წინა წლის მსგავსად ეკლესია წელსაც ეკლესიისა და ხალხის გვერდით დადგება.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაიცვას, რადგან ინფექციის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხვალ კოვიდსაბჭოზე დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების განხილვა მოხდება, რომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეფექტიანია.
"ინტენსიურად ვმუშაობთ "ფაიზერთან", პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე მიღწეულია" - ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, "ასტრზენეკას" 50 ათასი დოზა მაისის თვეში შემოვა საქართველოში, "ფაიზერთან" კი მიღწეულია შეთანხმება მილიონი დოზის შეძენაზე, თუმცა კონკრეტული თარიღი, თუ როდის ჩამოვა ის საქართველოში უცნობია.