LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო

„მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება“ – მარიამ ქვრივიშვილი

„2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“ - განაცხადა მინისტრმა

„ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხდება ხილული“ – მარიამ ქვრივიშვილი

აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ გიგანტ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას.

ვახტანგ ცინცაძე: „ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას – საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.