„ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სლოვაკური ინვესტიციების გაზრდას საქართველოში“ – ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ათწლეულების მანძილზე დამყარებული განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
