სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზეც იმსჯელეს.