უდიდესი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 აგვისტოს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების - ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.
„გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.