„საქართველოში როდესაც სამართლებრივი საშუალებები ამოიწურება, შეუძლია, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და იქაც რომ დამარცხდება, შემდეგ აქ ვიღაცებს გაუკვირდებათ“
„სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და თავის დანაშაულს არათუ უარყოფს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუ ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
„დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!“, - მიმართავს „ქართულ ოცნებას“ ხოშტარია.