„დაუჯერებელი რაღაცები ხდება. კალაძე იპარავს ასეულობით მილიონს და ამისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ, სადღაც სატყეოს მოადგილის დამკვრელებს.“
„შეიძლება ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდეგი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს“
„ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.