ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა
დღეს ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-6 დღეა.
დღეს ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-6 დღეა.
"ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც" - განაცხადა ექიმმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან წამიერად დაკარგა გონება, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.
„როგორც თავად მოშიმშილეს მაქვს უფლება გთხოვოთ, ასეთ რამეებს ნუ აკეთებთ და როგორც მინიმუმ საერთო ძალისხმევას მაინც ნუ აფუჭებთ,“ - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე.“
"საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა" - აცხადებს ხოშტარია.