საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს“.
„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.