მხარეებმა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში.