"ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს. ახლა მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია."
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.