საქართველოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით: ამირან გამყრელიძე
შეზღუდვების მოხსნის პარალელურად საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
შეზღუდვების მოხსნის პარალელურად საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
"ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს რამდენად დაიცავს. ახლა მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია."
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.