"3-ათასიანი ნიშნული, ძალიან სერიოზულია, მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია" - ამბობს იმუნოლოგი.
"კულტურის წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე მივიდეს ორჯერადად აცრილი ადამიანი. პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის" - თქვა გამყრელიძემ.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან, შესაბამისად გამყრელიძის თქმით, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება.