"ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს "დელტა" შტამის დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა თავისუფალი საწოლების რაოდენობა" - აცხადებს ჩხაიძე.
"დაახლოებით 2 კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, იმ მოქალაქეთა დამძიმების დრო მოდის, რომლებიც დაინფიცირდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს სამედიცინო სისტემას არ წალეკავს" - ამბობს კალოიანი.
"მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს" - აცხადებს გამყრელიძე.
"შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი მიმდინარეობის არის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები ბინაზე რჩებიან და მკურნალობას იქ აგრძელებენ" - თქვა გაბუნიამ.