"ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% "ომიკრონზე" მოდის. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, რეგიონში კი 40-60%-ის ფარგლებშია", - აცხადებს გამყრელიძე.
"დღეს ქვეყანაში ორჯერ მეტია დაახლოებით ინფიცირებული, რომლებსაც ჩვეულებრივი, მსუბუქი სურდო, მსუბუქი ხველა აქვთ, ისინი არ მიდიან ტესტირებისთვის", - თქვა გამყრელიძემ.
"კვირის ბოლომდე, მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კიდევ 40 დაემატება, ამდენად მოსახლეობისთვის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება იოლი იქნება" - განაცხადა გაბუნიამ.
"ბავშვი შეიძლება იყოს აცრილიც, შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც არიან ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე როგორც ექიმი, ონლაინსწავლებაზე გადასვლას ვურჩევდი", - განაცხადა კულუმბეგოვმა.