LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარება

განათლების სამინისტრო: მესამე კვირაა, სკოლებში კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს

"გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, ქვეყნის  მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა" - ამბობენ უწყებაში.

ევროპის ნაწილი ლოკდაუნს უბრუნდება, უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი შეზღუდვები საქართველოშიც

"საერთოდ არ ვარ არანაირი გამკაცრების მომხრე, არსებული რეგულაციები უნდა სრულდებოდეს, მწვანე პასპორტი უნდა იყოს რეალური მწვანე პასპორტი" - აცხადებს ჩიხლაძე.

გაბუნია ეპიდვითარებაზე: საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, მობილობა გაზრდილია 2%-ით

"9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6 916. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 678, რეანიმაციაში კი 355 პაციენტი წევს" - აცხადებს გაბუნია.

ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის…არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი: დავით გადელია

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, აქტიურად ტარდება საპროტესტო აქციები.

ძალიან მძიმე ზამთარი გველის, გვრჩება გამოსავალი, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ან ამოქმედდეს “მწვანე კოვიდ პასპორტები” – ჩხაიძე

"ველოდებით სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას, გრიპის გამოჩენას. ასე რომ, მომდევნო თვეებში მდგომარეობა თავისით ვერ გაუმჯობესდება", - აცხადებს ჩხაიძე.