,,დაგვტოვა შესანიშნავმა მეცნიერმა, გამომგონებელმა, დიდებულმა ქირურგმა და პედაგოგმა” – გარდაიცვალა კარდიოქირურგი ნიკა ჩიგოგიძე
ძნელია შევაფასოთ მისი წვლილი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მეცნიერული ასპექტის განვითარებაში, შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს მისი გამოგონებები და ახალი მეთოდები, რომლებიც დაინერგა პრაქტიკაში.
