LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდები

ელენე ხოშტარია: ვინც ვერ ჩააბარა, მათ მინდა ვუთხრა, მეც ერთი წლით გვიან ჩავაბარე და ჩემმა შვილმაც .. ყველა შებორძიკება თქვენ საფიქრალად და ძალად აქციეთ

„აი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როდის ჩააბარებ და რაც მთავარია, არანაირი ჩავარდნა და წარუმატებლობის განცდა არ აიკიდოთ.“ - წერს ელენე ხოშტარია.

„მისი განსაკუთრებული შრომის დამსახურებაა ეს შედეგი“ – გაიცანით გოგო კარალეთიდან, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური, 80 ქულა მიიღო

როგორც ანი ადუაშვილი ამბობს, ყველა გამოცდაში, განსაკუთრებით კი ინგლისურ ენაში, უმაღლეს შეფასებას ელოდა, რადგან მთელი წლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, რათა ამ შედეგისათვის მიეღწია.

„აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სასოწარკვეთილ პოსტებს.. ყველა მშობელი, რომელიც ფიქრობთ რომ თუ მაქსიმალური შედეგი არ აქვს ბავშვს, ყველაფერი წყალში ჩაგეყარათ, ხართ ტოქსიკური“ – რა მიმართვას ავრცელებს მასწავლებელი

"ასეთ კრიტიკულ პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ბავშვები საყვედურებით აავსოთ და თავი არარაობად აგრძნობინოთ, სჯობს გვერდით დაუდგეთ და უთხრათ რომ ყველაფერი წინ არის", - წერს ლიკა კაპანაძე.

„ქიმიაში 63-დან 63 ქულა ავიღე“ – რა რჩევებს აძლევდა გია მურღულია შვილიშვილს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

ქულები რომ დაიდო, ჯერ მე და დედა ვიგებდით და მაშინვე ბაბუას ვურეკავდით: „ბაბუა, უმაღლესი ქულა ავიღე".. შემართებით მივდივარ უნივერსიტეტში, მზად ვარ, ბევრი ვისწავლო", - ამბობს ნატალი „ფორტუნასთან".