„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრას ეხმაურება.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. ასე შეაფასა ეროვნული ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ის მერვედფინალის შეხვედრა.
„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ“ - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელი მატჩიდან ფოტოებს ავრცელებს.