გიორგი გველესიანი, რომელიც ბოლო დროს ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა, განსაკუთრებით პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ბლიც კითხვებს პასუხობს და საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს ახასიათებს.
„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა, რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს.