გიორგი ქოჩორაშვილი: „ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ – ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია“
ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ამავე მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი - გიორგი ქოჩორაშვილი გამარჯვების ემოციებსა და გუნდის ერთსულოვნებაზე სოციალურ ქსელში წერს
