LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტო

კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.

სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა – დაკავებულია ოთხი პირი

შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა – სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო

სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

„წელს დამატებით 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“ – ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობისა და ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, სააგენტომ, 45-მდე ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი გადაამზადა.