„მიმდინარეობს ტყეების ეკოტურიზმის განვითარების გეგმების შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას“ - აცხადებენ სააგენტოში.
„შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
„პროექტის მიზანი ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაა, შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 928 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც განხორციელდება“ - აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.