სატყეო სააგენტოს ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 170 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს.