LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული შერიგება

მამუკა მდინარაძე: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება“ შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

„თუ შერიგება გულისხმობს დამნაშავის ციხიდან გამოშვებას, შეგუებას გაუპატიურებასთან, ასეთ წარსულთან, სიბნელესთან, იმასთან, რომ რუსული საქმე აკეთოს ვიღაცამ და შენ გეძახოს რუსეთუმე, ბოროტებას რომ წარმოდგენს და შენ გეძახოს ბოროტი, ბიუჯეტის ფულს რომ იპარავდნენ და შენ გეძახოს ბიუჯეტის ქურდი - ამას თუ ეძახიან შერიგებას, შერიგება ვერ მოხდება.“

მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი და რაც შეიძლება სწრაფად

„იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

მისი განცხადებით, მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და სურს, რომ დაეხმაროს ქვეყანას დაიწყოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან ყველა დარგი პოლარიზებულია.

პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა

საპატრიარქოს ცნობით, მისი უწმინდესობაც და ეკლესიაც მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას.

როგორც პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება – სალომე ზურაბიშვილი

France 24-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და დღეს საქართველოსთვის არსებითია.