ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
"ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება." - განაცხადა კობახიძემ