„როდესაც ორ დღეში დაორგანიზებულ აქციაზე 100 000-ზე მეტი მოქალაქე, მხოლოდ თბილისის მოქალაქეების 10% თავისი ნებით მოდის, ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გააკეთოს.“ – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპაში" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.