„გამაოგნებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საგანგაშო პროცესებისა და ორმხრივი ძალადობის დაწყების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვერ ვიხილეთ ევროპული ინსტიტუტების თუ კონკრეტული ლიდერების შეფასებითი განცხადებებიც კი, მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“ - წერია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, „ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა“.