„ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას“ - წერია პარტიის განცხადებაში.
ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა 3 კოალიციის და ერთი პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი არ ცნობენ 14 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი“.