„ამას უნდა მოჰყვეს გაგრძელება და დიდი წარმატებები, აბსოლუტურად ვეთანხმები კაპიტან კაშიას, სოლიდარული ვარ და გულით მინდა, რომ ასეც იყოს. ჩემი აზრით, ასეც იქნება“.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს.“
მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ნაკრების ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, ასევე იმყოფებიან ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების ნაწილი.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ და თუ ვინემ ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.“
„ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვიყავით ამ თამაშებზე და ძალიან მინდა, მართლა მინდა, ყველა ადამიანს ვთხოვო, რომ ეს შეგრძნება გავიხანგრძლივოთ, აღარ დავკარგოთ და ხელი აღარასოდეს აღარ გავუშვათ...“